ავტორიზაცია და ანგარიშები
ორგანიზაციას ცალკე ანგარიში და ინდივიდუალური მომხმარებლები; უფლებები როლებზეა მიბმული, პრივილეგირებულებზე გაძლიერებული ავტორიზაცია.
სისტემა ტექნიკური დაგეგმვის ეტაპზეა — ოპერატორებთან ინტეგრაცია მიმდინარეობს
ტრანზაქციული, საინფორმაციო და მარკეტინგული SMS — ერთი დაცული სისტემიდან. სერვერები საქართველოში, გამჭვირვალე მიწოდების სტატუსები და კანონმდებლობასთან შესაბამისი გათიშვის მექანიზმი.
გამარჯობა! თქვენი ანგარიშსწორების ვადა 5 დღეში იწურება. დეტალები — პირად კაბინეტში.
ინტერფეისის ილუსტრაცია — ციფრები პირობითია
პლატფორმა
რვა ფუნქციური ბლოკი — ანგარიშებიდან ჟურნალამდე.
ორგანიზაციას ცალკე ანგარიში და ინდივიდუალური მომხმარებლები; უფლებები როლებზეა მიბმული, პრივილეგირებულებზე გაძლიერებული ავტორიზაცია.
ნომრების ხელით დამატება, ფაილიდან იმპორტი ან დაცული API; ფორმატის შემოწმება, დუბლიკატების აღმოჩენა, არასწორი ჩანაწერების უარყოფა.
ტექსტი, Sender ID, შეტყობინების ტიპი, სამართლებრივი საფუძველი, დაგეგმილი დრო და მიმღებთა სია.
გათიშული ნომრების სიის შემოწმება, უფლებების გადამოწმება, აკრძალული ან არასრული კამპანიის დაბლოკვა და საბოლოო დადასტურება.
უსაფრთხო რიგი, გამტარუნარიანობის მართვა, დუბლირების პრევენცია, შეცდომისას კონტროლირებადი ხელახალი ცდა.
გადაცემა ოპერატორის SMSC/SMS Gateway-თან SMPP v3.4-ით, დაცული IP არხით; პირობების მიხედვით შესაძლებელია HTTPS/API.
Delivery Receipt-ების მიღება და აღრიცხვა: გაგზავნილი, მიწოდებული, წარუმატებელი, უარყოფილი, ვადაგასული.
თარიღი, რაოდენობა, სტატუსი, მომხმარებლის მოქმედება და უსაფრთხოების მოვლენები; ლოგები არანაკლებ 2 წლისა.
პროცესი
ექვსი ნაბიჯი — ნომრების ატვირთვიდან გათიშვის მოთხოვნამდე.
ხელით, ფაილით ან დაცული ინტეგრაციით.
ფორმატი, დუბლიკატები, ანგარიშის უფლებამოსილება, გათიშულთა სია.
ტიპი, სამართლებრივი საფუძველი, დრო, გათიშვის საშუალება.
SMS Gateway/ESME-დან ოპერატორის SMSC-ს.
Message ID და DLR უკავშირდება შეტყობინებას და ჩანს ანგარიშში.
ნომერი ემატება Suppression List-ს, მომდევნო SMS იბლოკება.
ინტეგრაცია
როგორ მიდის შეტყობინება პლატფორმიდან მობილურ ოპერატორამდე.
კატეგორიები
დაკავშირებულია კონკრეტულ ოპერაციასთან: გადახდა, შეკვეთა, ავტორიზაცია ან მომსახურების უშუალო შესრულება.
ეხება მომსახურების რეჟიმს, ვადას, ცვლილებას, შეფერხებას, უსაფრთხოებას ან სხვა მომსახურებრივ ინფორმაციას.
იგზავნება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით და სავალდებულოდ შეიცავს გათიშვის მოქმედ გზას.
ორგანიზაცია გაგზავნამდე უთითებს კატეგორიას და ადასტურებს სამართლებრივი საფუძვლის არსებობას; პლატფორმის ჩანაწერი მას თანხმობის ფლობის ვალდებულებას არ უცვლის.
მარკეტინგის გათიშვა არ აჩერებს მომსახურებისთვის აუცილებელ ტრანზაქციულ ან კანონით მოთხოვნილ შეტყობინებებს — ისინი ცალკე საფუძვლით განიხილება.
ნდობა
ძირითადი სერვერი, მონაცემთა ბაზა, შეტყობინებების რიგი, ტექნიკური ჟურნალები და სარეზერვო ასლები განთავსდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაცულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვეულებრივ რეჟიმში პერსონალური მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ მუშავდება.
HTTPS/TLS დაცული კავშირი მომხმარებელს, სერვერსა და ტექნიკურ მიმწოდებლებს შორის.
დაცული SMPP არხი: IP allowlist, ქსელური დაშვების კონტროლი, წვდომის რეკვიზიტების დაცვა.
პაროლების უსაფრთხო ჰეშირება, ავტორიზაციის მცდელობების შეზღუდვა, MFA პრივილეგირებულ ანგარიშებზე.
როლებზე დაფუძნებული წვდომა და მინიმალური აუცილებელი უფლებამოსილების პრინციპი.
ორგანიზაციების მონაცემების ლოგიკური იზოლაცია — სხვისი მონაცემები არ ჩანს.
ბაზისა და სარეზერვო ასლების დაშიფვრა, რეგულარული backup და აღდგენის ტესტირება.
სრული ჟურნალირება: წვდომა, იმპორტი, ცვლილება, გაგზავნა, მიწოდება, წაშლა, გათიშვა, ინციდენტები.
ინფრასტრუქტურის კონტროლი: განახლებები, ანტივირუსი, დაუცველობების მონიტორინგი, ადმინ-წვდომის შეზღუდვა.
ფასები
საბოლოო ტარიფები დაზუსტდება ოპერატორებთან ხელშეკრულებების შემდეგ.
მცირე ბიზნესი და ინდივიდუალური მეწარმეები
რეგულარული კამპანიები და ტრანზაქციული ნაკადი
დიდი მოცულობა
კითხვები
ჯერ არა: სისტემა შექმნისა და ტექნიკური დაგეგმვის ეტაპზეა; ამოქმედება ოპერატორებთან ხელშეკრულებებისა და ინტეგრაციის დასრულების შემდეგ.
იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, კანონიერი საფუძვლის არსებობისას.
საქართველოში; ჩვეულებრივ რეჟიმში ქვეყნის გარეთ დამუშავება არ ხდება.
SMS Gateway/ESME უკავშირდება SMSC-ს SMPP v3.4-ით, დაცული IP არხით; პირდაპირი SS7 არ იგეგმება.
ნომერი ემატება Suppression List-ს, მომდევნო მარკეტინგული SMS იბლოკება; შესრულება უფასოა და არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
დამკვეთი ორგანიზაცია — ის განსაზღვრავს მიმღებს, მიზანს, საფუძველსა და ტექსტს. „სმარტ ეი აი სისტემა" მოქმედებს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის სტატუსით, წერილობითი დავალებით.
განაცხადი
დატოვე განაცხადი და დაგიკავშირდებით შეთავაზებით.